Saturday 17 August 2019

სტალინის „სამი გადადგომა“ - ისტორია, რომელიც შეიძლებოდა შეცვლილიყო


1952 წლის ოქტომბერში საკავშირო კომუნისტური პარტიის XIX ყრილობა გაიმართა. იოსებ სტალინი ხანმოკლე მოხსენებით გამოვიდა, ეს მისი უკანასკნელი საჯარო გამოსვლა იყო. პლენუმს გიორგი მალენკოვი ხელმძღვანელობდა. პლენუმის მონაწილის ლეონდ ეფიმოვის მოგონებით, ყველასათვის მოულოდნელად იოსებ სტალინმა გენერალური მდივნის თანამდებობაზე უარი განაცხადა: „გამათავისუფლეთ მე ცენტრალური კომიტეტის გენერალური მდივნის და მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობებიდან“. დარბაზში უცნაური სიჩუმე გამეფდა მალენკოვი სასწრფოდ მივიდა ტრიბუნასთან და შეკრებილებს მიმართა: „ამხანაგებო! ჩვენ ყველამ ერთხმად და ერთსულოვნად უნდა ვთხოვოთ ამხანაგ სტალინს, ჩვენს მეგობარსა და მასწავლებელს იყოს პარტიის გენერალური მდივანი!“ გამოსვლას მქუხარე აპლოდისმენტები მოჰყვა. სტალინი ტრიბუნასთან მივიდა და თქვა: „მეგობრებო, აპლოდისმენტები არ არის საჭირო, საკითხები ემოციების გარეშე, საქმიან გარემოში უნდა გადავწყვიტოთ! გთხოვთ გამათავისუფლოთ გენერალური მდივნის და მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პოზიციებიდან. მე უკვე მოხუცი ვარ, ქაღალდებს ვერ ვკითხულობ. აირჩიეთ სხვა მდივანი!“ დარბაზში კვლავ აპლოდიმენტები გაისმა, შეკრებილებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი სტალინის გენერალურ მდივნად არჩევას. სტალინი დარბაზს უყურებდა შემდეგ კი ხელი ჩაიქნია და დაჯდა.  
სტალინის უკანასკნელი საჯარო გამოსვლა (წყარო იხ. ბმული)

ძნელი სათქმელია, გულწრფელი იყო სტალინი, თუ სურდა გაეგო როგორი იქნებოდა პლენუმის მონაწილეთა რეაქცია მის საქციელზე. დარბაზში მსხდომნი უყურებდნენ სტალინის  გამომცდელ მზერას და პრაქტიკულად არ უშვებდნენ მისი გადადგომის შესაძლებლობას, რადგან გრძნობდნენ, რომ ნებისმიერი შეცდომა მათთვის შესაძლოა დამღუპველი ყოფილიყო.
სტალინის გარდაცვალებამდე სულ რამდენიმე თვე იყო დარჩენილი. სტალინის გადადგომა წარსულს ვეღარ შეცვლიდა. თუმცა არქივებმა ბელადის გადადგომის საკითხთან დაკავშირებული სხვა ფაქტებიც  შემოინახა. 

Friday 9 August 2019

კიროვის მკვლელობა: როგორ დაიწყო "დიდი ტერორი" საბჭოთა კავშირში

1934 წლის 29 ნოემბერს გაზეთლენინგრადის სიმართლეშიგანცხადება გამოქვეყნდა: „პირველ დეკემბერს, 18 საათზე, ლენინგრადში, თავრიდის სასახლეში, პარტაქტივის კრება შედგება, განხილული იქნება საკავშირო კომუნისტური პარტიის ნოემბრის პლენუმის შედეგები. სიტყვით გამოვა კომუნისტური პარტიის ლენინგრადის საოლქო კომიტეტის მდივანი ამხანაგი სერგეი კიროვი. შესვლა მოსაწვევი ბილეთებით
პარტიის კრება ხელსაყრელი მომენტი იყო ერთი ჩანაფიქრის განსახორციელებლად: ლენინგრადის პარტიის ისტორიის ინსტიტუტის ყოფილი თანამშრომელი ლეონიდ ნიკოლაევი სერგეი კიროვის მოსაკლავად ემზადებოდა. თავრიდის სასახლეში შესასვლელად სათანადო ბილეთის აღება იყო საჭირო, ამისათვის ის 1 დეკემბერს, 13:30 -ზე სმოლნიში (შენობა, სადაც ლენინგრადიის კომუნისტური პარტის საოლქო კომიტეტი იყო განთავსებული, აქვე იყო კიროვის სამუშაო ოთახი) მივიდა. მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა, ნიკოლაევმა ნებართვა ვერ მიიღო, უთხრეს რომ სამი საათის შემდეგ დაბრუნებულიყო.
იმ დღეს სერგეი კიროვი პირდაპირ თავრიდის სასახლეში აპირებდა გამგზავრებას, თუმცა მოულოდნელად გადაწყვეტილება შეცვალა: 16 საათზე მძღოლს დაურეკა და უბრძანა მზად ყოფილიყო სმოლნიში გასამგზავრებლად. კიროვი დაუყოვნებლივ გამოვიდა სახლიდან, მზიანი მაგრამ სუსხიანი დღე იყო, საკმაო მანძილი ფეხით გაიარა, ხოლო შემდეგ კი შეთანხმებულ ადგილზე ავტომობილში ჩაჯდა და სმოლნისაკენ გასწია. ხელში საბუთების დასტა ეჭირა.
როდესაც კიროვი სმოლნიში მივიდა, ნიკოლაევი უკვე იქ იყო, ის შეთანხმებისამებრ უკან დაბრუნდა მოსაწვევის ასაღებად. მესამე სართულზე მყოფი ნიკოლაევი ტუალეტიდან გამოდიოდა, მან ორი-სამი ნაბიჯი გადადგა მარცხნივ, მოულოდნელად მისკენ მომავალი სერგეი კიროვი დაინახა. ნიკოლაევი სწრაფად შებრუნდა ზურგით, როდესაც კიროვმა გვერდით ჩაუარა უკან გაჰყვა, 10-15 ნაბიჯის მოშორებით. კორიდორის ეს ნახევარი ცარიელი იყო, დაცვის უფროსი ბორისოვი საკმაო მანძილით იყო უკან. ნიკოლაევი მიხვდა, რომ განზრახვის სისრულეში მოსაყვანად ყველაზე შესაფერისი დრო დადგა. მან  ნაბიჯს აუჩქარა, თან პალტოში დამალულ ნაგანს ხელს უჭერდა. დარჩენილი ხუთი ნაბიჯი სწრაფად დაფარა და სერგეი კიროვს კეფაში დაახალა ტყვია. დერეფანში სამი გასროლა გაისმა. პირველსავე გასროლაზე სერგეი კიროვი მოწყვეტით დაეცა ძირს, საბუთები აქეთ - იქეთ მიმოიფანტა. კაბინეტებიდან ხალხი გამოცვივდა. ნიკოლაევი თავადაც აპირებდა საფეთქელში ტყვიის დახლას, თუმცა დერეფანში მომუშავე ელქტრომემონტაჟემ მას სახეში სახრახნისი ესროლა და თვითმკვლელობისათვის განკუთვნილი ტყვია სადღაც სხვა მიმართულებით გავარდა...
-„მე შური ვიძიე“ - ნერვიული ხმით გაჰკიოდა ნიკოლაევი,- „მე შური ვიძიე“.. შემდეგ კი გონება დაკარგა და ძირს დაეცა.
გასროლა 16 საათსა და 37 წუთზე მოხდა. ეს ერთადერთი წარმატებული ტერორისტული აქტი იყო, რომელიც საბჭოთა ლიდერის წინააღმდეგ განხორციელდა, თუმცა ამით ყველაფერი არ დასრულებულა, კიროვის მკვლელობა მასობრივი სისხლიანი რეპრესიების პრელუდიად იქცა

"კიროვის პროცესია", თავრიდის სასახლე (წყარო იხ. ბმული)

 

Saturday 3 August 2019

როგორ მოკლეს ლევ ტროცკი


1940 წლის 24 აგვისტოს, გაზეთპრავდაში“,  რომელიც საბჭოთა ხელისუფლების წამყვანი ბეჭდვითი ორგანო იყო, გამოქვეყნდა სტატია, სახელწოდებით საერთაშორისო შპიონის სიკვდილი“. სტატია შემდეგი სიტყვებით მთავრდებოდაის საკუთარი ინტრიგების ქსელში გაიხლართა... მოკლეს იმავე ტერორისტებმა, რომელთაც თავადვე ასწავლიდა მკვლელობას ზურგში მახვილის ჩაცემით, ასევე გამცემლობასა და ბოროტმოქმედებას მუშათა კლასის, საბჭოთა ქვეყნების წინაღმდეგ. ის იყო კიროვის, კუიბიშევის, გორკის მკვლელობების ორგანიზატორი. გახდა საკუთარი ინტრიგების, ღალატის, გამყიდველობისა და ბოროტების მსხვერპლი... ასე უსახელოდ დაასრულა ცხოვრება ამ საძულველმა ადამიანმა, რომელიც საფლავში წავიდა საერთაშორისო შპიონისა და მკვლელის იარლიყით“. ეს სიტყვები თავად სტალინს ეკუთვნოდა. ხოლო ადამიანი, რომელსაც საერთაშორისო აგენტად მოიხსენიებდა ლევ ტროცკი იყო, 1917 წლის ოქტომბრის მოვლენების ორგანიზატორი, საბჭოთა სახელმწიფოს ერთერთი შემქმნელი,  წითელი არმის დამფუძნებელი და მისი მეთაური; 1940 წლის 20 აგვისტოს, „პრავდაშისტატიის გამოქვეყნებამდე ოთხი დღით ადრე მას მეხიკოში, საკუთარ სამუშაო ოთახში წერაყინით გაუხეთქეს თავი.
ლევ ტროცკი (წყარო იხ. ბმული)